საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! პოლონეთში კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო, გამოცხადდა ეპიდემიური საგანგებო მდგომარეობა!

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
პოლონეთში კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო, გამოცხადდა ეპიდემიური საგანგებო მდგომარეობა!
2020 წლის 15 მარტიდან (00:00 სთ-დან) 10 დღით წესდება შემდეგი შეზღუდვები (რომლებიც შესაძლებელია გახანგრძლივდეს):
  • იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პოლონეთში შემოსვლა;
  • პოლონეთის ტერიტორიაზე ყველა შემომსვლელი მოქალაქე დაექვემდებარება 14-დღიან კარანტინს;
  • უქმდება საერთაშორისო ავია და სარკინიგზო მიმოსვლა;
  • ამოქმედდება (შენგენი) შიდა სასაზღვრო კონტროლი ყველა საზღვარზე.

პოლონეთში შემოსვლის აკრძალვა არ შეეხება:

  • პოლონეთის მოქალაქეებს;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან (მეუღლე, შვილი);
  • პოლონეთის ბარათის (ე.წ. Karta Polaka) მფლობელებს;
  • დიპლომატებს;
  • პოლონეთის ტერიტორიაზე დროებითი, ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის, ან დასაქმების ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;
  • უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომელთაც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებას მისცემს საზღვრის დაცვის მთავარი კომენდანტი, საზღვრის დაცვის მთავარი კომენდანტის საფუძველზე, განსაკუთრებულ, დასაბუთებულ შემთხვევებში;
  • უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს/მძღოლებს, რომლებსაც ტვირთი გადააქვთ.

პოლონეთიდან გასვლა შესაძლებელია მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით.

https://www.gov.pl/…/k…/zamykamy-granice-przed-koronawirusem
https://www.gov.pl/…/ograniczenia-dzialalnosci-gastronomicz…
https://www.gov.pl/…/k…/zamykamy-granice-przed-koronawirusem